ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, 2023 წლის 31 მაისს, მიიღო „მენეჯმენტის განვითარებისათვის ევროპული ფონდის“ (EFMD GLOBAL) წარმომადგენლები, ფონდის საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროექტების მენეჯერი.
საუბარი შეეხო საქართველოს უნივერსიტეტებში მესამე მისიის ხარისხისა და აქტუალურობის გაძლიერების თემას.